Belive

ქართული ფინალი უნგრეთის თასზე - ზივზივაძე და ბერიძე სატიტულო დუელში შეხვდებიან

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
უნგრეთის თასის ფინალური შეხვედრა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების მონაწილეობით გაიმართება. 5 მაისს, ბუდაპეშტში, "პუშკაშ არენაზე", ერთმანეთს "ფეჰერვარი" და "უიპეშტი" დაუპირისპირდებიან, ორივე გუნდის თავდასხმის ხაზს კი ქართველი ლეგიონერები, შესაბამისად, ბუდუ ზივზივაძე და გიორგი ბერიძე ამაგრებენ. 14 და 18 აპრილს, ნახევარფინალური წყვილების დაპირისპირებები გაიმართა, რის მერეც გაირკვა, რომ ფინალში ორი "ქართული გუნდი" გავიდოდა. ბუდუ ზივზივაძის "მოლ ფეჰერვარმა" "MTK ბუდაპეშტი" სტუმრად - 2:1 დაამარცხა, ქართველი ფორვარდი ძირითად შემადგენლობაში იყო და მოედანი 86-ე წუთზე დატოვა, რაც შეეხება "უიპეშტს", მათ "კიშვარდას" სტუმრად დამარცხება სწორედ გიორგი ბერიძის მიერ შეხვედრის 54-ე წუთზე გატანილი ერთადერთი გოლით იმარჯვეს, 23 წლის ქართველმა სრულად ითამაშა. ფინალური დაპირისპირება 5 მაისს გაიმართება. რაც შეეხება ჩემპიონატს, აქ 28 ტურის შემდეგ დაგროვილი 44 ქულით "ფეჰერვარი" მესამეა, "უიპეშტს" კი 35 ქულა აქვს და მერვე ადგილს იკავებს.

სხვა სტატიები