Belive

ქალი, რომელიც ნეიმარის ვილაში მუშაობდა, ბრაზილიელს სასამართლოში ჩივილით ემუქრება

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ქალმა, რომელიც საფრანგეთში, ნეიმარის ვილაში მუშაობდა, ბრაზილიელ ფეხბურთელს, შესაძლოა, სასამართლოში უჩივლოს. ინფორმაციას RMC Sport-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ამის მიზეზი არასათანადო სამუშაო პირობებია.

4 შვილის დედის თქმით, 2021 წლის იანვრიდან 2022 წლის ოქტომბრის ჩათვლით, ნეიმართან ოფიციალურ დოკუმენტზე ხელის მოწერის გარეშე მუშაობდა.

,,ჯოჯოხეთური სამუშაო გრაფიკი, ზეგანაკვეთური სამუშაოს გადაუხდელობა, არაანზღაურებადი შვებულება და სამედიცინო ზედამხედველობის არარსებობა...'' - ამბობს ბრაზილიელი ქალი და ფეხბურთელისგან 368 ათას ევროს ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სასამართლოში ჩივილით იმუქრება.

ის, ასევე, იძულებული იყო, რომ ორსულს ემუშავა და შვებულების აღება მშობიარობამდე მხოლოდ ორი კვირით ადრე მოახერხა.

გასულ ზაფხულს ქალმა ნეიმართან დაკავშირება სცადა და წერილიც გაუგზავნა, რომელიც უპასუხოდ დარჩა. ბრაზილიელი ვარსკვლავის წარმომადგენლის თქმით, ფეხბურთელს ამ წერილის შესახებ არც კი გაუგია.

სხვა სტატიები