Belive

ქალბატონის შევიწროების გამო კაილ უოკერის გარშემო გამოძიება მიმდინარეობს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"მანჩესტერ სიტის" მცველი კაილ უოკერი ქალბატონის სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულეს. The Sun-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნულ საქმეზე გამოძიება უკვე მიმდინარეობს.

როგორც ბარის სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს, 32 წლის ფეხბურთელი ქალბატონს ფიზიკურადაც შეეხო და მისი სურვილის საწინააღმდეგოდ აკოცა კიდეც.

ჩეშირის პოლიციის სპიკერმა დღეს განაცხადა, რომ აღნიშნულ საქმეზე გამოძიება უკვე მიმდინარეობს.

თავად კაილ უოკერი დღეს ბაზაზე იმყოფებოდა და გუნდთან ერთად ივარჯიშა. გავრცელებული ინფორმაცისს თანახმად, ჯერ არ არის ცნობილი თუ რა გზით დასჯის მას "მანჩესტერ სიტი".

სხვა სტატიები