Belive

პუმასმა გაუპატიურების ბრალდების გამო დანი ალვეშთან კონტრაქტი გაწყვიტა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,პუმასმა'' დანი ალვეშთან ხელშეკრულების გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო.

ბრაზილიელს, რომელიც 23 წლის ქალის გაუპატიურებაშია ბრალდებული, გუშინ სასამართლომ დროებითი პატიმრობა შეუფარდა.

,,ჩვენი კლუბისთვის მნიშვნელოვანია ჩვენი ფეხბურთელების პატიოსნება და ღირსება როგორც მოედანზე, ასევე მის გარეთ, რადგან ისინი საზოგადოებისთვის მისაბაძი მაგალითები არიან

არ შეიძლება, ერთი ადამიანის საქციელმა ზიანი მიაყენოს ჩვენს ფილოსოფიას, რომელიც მექსიკაში ახალგაზრდა სპორტსმენებისთვის ყოველთვის მისაბაძი იყო,'' - განაცხადა ,,პუმასის'' პრეზიდენტმა ლეოპალდო სილვამ.

დანი ალვეშს მექსიკურ კლუბთან კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებდა.

სხვა სტატიები