Belive

პულისიჩის ტრავმა მოსალოდნელზე მძიმე აღმოჩნდა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლონდონის "ჩელსის" ვარსკვლავმა - კრისტიან პულისიჩმა, "მანჩესტერ სიტისთან" გამართულ შეხვედრაში უმძიმესი ტრავმა მიიღო.

დამატებით ჩატარებული გამოკვლევების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მუხლის ტრავმა, რომელიც პულისიჩმა მიიღო, იმაზე მძიმე აღმოჩნდა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანდა.

პულისიჩის ტრავმის სირთულის შესახებ "არისტოკრატების" მთავარმა მწვრთნელმა - გრემ პოტერმა ისაუბრა, რომელმაც დაადასტურა, რომ შემტევი მოედანზე დაბრუნებას რამდენიმე თვით ვერ შეძლებს.

"ვფიქრობთ, რომ პულისიჩი რამდენიმე თვით დაგვაკლდება. იმედია, რეაბილიტაციას უფრო ნაკლები დრო დასჭირდება", - გრემ პოტერი.

სხვა სტატიები