Belive

პსჟ Vs მარსელი | პარიზული გუნდის სავარაუდო შემადგენლობა

2 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

კვირას, 8 თებერვალს, საფრანგეთის ლიგა 1-ის 21-ე ტურში, პარი სენ ჟერმენი მარსელს უმასპინძლებს.

რამდენიმე ვებგვერდმა მატჩის წინ პსჟ-ს სავარაუდო შემადგენლობა გამოაქვეყნა:

  • საფონოვი - პაჩო, ზაირ-ემერი, მარკინიოსი, მენდეში, ვიტინია, ჟოაუ ნევეში, მაიულუ, დუე, დემბელე, ბარკოლა.

ერთმატჩიანი პაუზის შემდეგ, განაცხადს დაუბრუნდა ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც, დიდი ალბათობით, მარსელთან მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთვება.

პარიზულ კლუბს ტრავმის გამო ფაბიან რუისი და კენტენ ნჯანტუ დააკლდებიან, დისკვალიფიკაციის გამო ვერ ითამაშებს ვერც აშრაფ ჰაკიმი, რომელმაც წინა ტურში, სტრასბურთან მატჩში, წითელი ბარათი მიიღო.

ლიგა 1-ის 20 ტურის შემდეგ, პსჟ 48 ქულით სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზეა და მეორეადგილოსან ლანსს 2 ქულით უსწრებს, მარსელი კი 39 ქულით მე-3 ადგილს იკავებს.

სხვა სტატიები