Belive

პსჟ Vs ლივერპული | გუნდების სავარაუდო შემადგენლობები Uefa-ს ვერსიით

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ოთხშაბათს, 8 აპრილს (23:00) ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში, პარი სენ ჟერმენი ლივერპულს უმასპინძლებს.

უეფას ვებგვერდმა მატჩის წინ გუნდების სავარაუდო შემადგენლობები გამოაქვეყნა.

პსჟ-ის სავარაუდო შემადგენლობა:

საფონოვი - ჰაკიმი, პაჩო, მარკინიოსი, ნუნო მენდეში, ზაიერ-ემერი, ჟოაო ნევეში, ვიტინია, დუე, დემბელე, კვარაცხელია.

ლივერპულის სავარაუდო შემადგენლობა:

მამარდაშვილი - ფრიმპონგი, კონატე, ვან დაიკი, კერკეზი, სობოსლაი, გრავენბერხი, მაკ ალისტერი, ვირცი, სალაჰი, ეკიტიკე.

პარიზულ კლუბს ტრავმის გამო, შესაძლოა, ფაბიან რუისი, მაიულუ და ბარკოლა ვერ დაეხმარონ.

ლივერპულს კი ალისონი, ბრედლი და ენდო დააკლდებიან, საეჭვოა ისაკის თამაშიც.

აღსანიშნავია, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ზეგინდელ მატჩში ყვითელი ბარათის მიღების შემთხვევაში, საპასუხო შეხვედრის გამოტოვება ემუქრება.

სხვა სტატიები