Belive

პსჟ Vs ლე მანი | პარიზული გუნდის სავარაუდო შემადგენლობა

12 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ხვალ, საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-6 ტურში, პარი სენ ჟერმენი ლე მანს უმასპინძლებს. მატჩი 22:45 საათზე დაიწყება.

რამდენიმე ვებგვერდმა შეხვედრის წინ პსჟ-ს სავარაუდო შემადგენლობა გამოაქვეყნა:

Flashscore-ის ვერსია | საფონოვი - პაჩო, დინი, მარკინიოსი, ჰაკიმი, ვიტინია, რუისი, ნევეში, კვარაცხელია, დუე, აკლიუში

Sofascore-ის ვერსია | საფონოვი - ჰაკიმი, პაჩო, მარკინიოსი, ერნანდესი, ვიტინია, ნევეში, რუისი, აკლიუში, კვარაცხელია, დუე

ლუის ენრიკეს გადაწყვეტილებით, ხვალ უსმან დემბელე და ნუნუ მენდეში დაისვენებენ, მაიულუ კი მატჩს ტრავმის გამო გამოტოვებს.

ლიგა 1-ის 5 ტურის შემდეგ, პსჟ-ს 8 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-6 პოზიციაზეა, ლე მანი კი 6 ქულით მე-9 ადგილს იკავებს.

სხვა სტატიები