Belive

"პსჟ" "ტოტენჰემთან" დელე ალის ტრანსფერზე მოლაპარაკებებს აწარმოებს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"პსჟ"-მ დელე ალის გადაბირება გადაწყვიტა, მას შემდეგ, რაც "დეზების" ვარსკვლავს პრემიერ ლიგის პირველ ორ ტურში მონაწილეობა არ მიუღია. 24 წლის ნახევარმცველს მონაწილეობა არ მიუღია პირველი ტურის შეხვედრაში, სადაც "ტოტენჰემი" "ევერტონთან" 0:1 დამარცხდა. ალის მომავლის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ მას შემდეგ დადგა, რაც მოურინიომ ინგლისის ეროვნული ნაკრების წევრი "წმინდანებთან" გასამართი შეხვედრის წინ განაცხადს მიღმა დატოვა. The daily Telegraph იტყობინება, რომ "პსჟ" მზადაა ალის გადასაბირებლად, რომლესაც კონტრაქტი "დეზებთან" 2024 წლეს ეწურება. თუმცა, ბოლომდე გარკვეული არაა რა ტიპის ტრანსფერი სურს "პსჟ"-ს, ალის გადაყვანა გამოსყიდვის უფლებით თუ პირდაპირ ფეხბურთელის შეძენა. "საუთჰემპტონთან" მატჩის წინ მოურინიომ დაადასტურა, რომ ალის განაცხადს მიღმა დარჩენა ტრავმით არაა გამოწვეული.  

სხვა სტატიები