Belive

პსჟ-სა და ლიონის მატჩი, შესაძლოა, გადაიდოს

15 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლიგა 1-ის მე-8 ტურის მატჩი პსჟ-სა და ლიონს შორის, რომელიც კვირას, 23:45 საათზეა ჩანიშნული, შესაძლოა, პარიზის პოლიციის პრეფექტურის გადაწყვეტილებით გადაიდოს.

ეს ვითარება სამართალდამცავი ძალების განსაკუთრებული მობილიზაციითაა განპირობებული, რადგან დედაქალაქში საპროტესტო აქციების ახალი ტალღა იგეგმება.

პარალელურად, სტად დე ფრანსზე NFL-ის რეგულარული სეზონის მატჩი იმართება, რასაც შეხვედრის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ადამიანური რესურსების მნიშვნელოვანი მობილიზება სჭირდება.

შაბათს, 17 ოქტომბერს, ფასების ზრდის წინააღმდეგ გამართულმა აქციამ პარიზში არეულობა, ძალადობა და მაღაზიების ძარცვა გამოიწვია.

საპროტესტო აქციების ფონზე, ლიგა 1-ის მე-8 ტურის სხვა შეხვედრაც გადაიდო. კერძოდ, ტულუზა-ტრუას მატჩი შაბათის ნაცვლად კვირას ჩატარდება. ასევე ლიგა 2-ის შეხვედრა მონპელიესა და რედ სტარს შორის ორშაბათს, 26 ოქტომბერს გაიმართება. იმ შემთხვევაში თუ პსჟ-ს მატჩიც ორშაბათისთვის გადაიდება, შეხვედრა ოქროს ბურთის ცერემონიის პარალელურად გაიმართება.

სხვა სტატიები