პსჟ-სა და ატლეტიკოს მატჩს 80 000-ზე მეტი გულშემატკივარი დაესწრო
FIFA-ს საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატზე, პსჟ-სა და ატლეტიკო მადრიდს შორის მატჩზე, რომელიც ლოს ანჯელესში, როუზ ბოულის სტადიონზე გაიმართა, 80 000-ზე მეტი ენთუზიაზმით აღსავსე გულშემატკივარი დაესწრო. ეს იყო ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულის, პსჟ-ს პირველი შეხვედრა ამერიკის მიწაზე, ამიტომ პარიზული გრანდის თამაშმა დიდი ინტერესი გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ დასწრების ეს მაჩვენებელი, მიმდინარე სეზონში, ორივე გუნდისთვის სარეკორდო იყო.
Whoever said Club World Cup tickets weren’t selling are fat liars.
— king kozy ㄣ⃒ (@killkozy) June 16, 2025
80,619 fans, on a hot day at Rose Bowl Stadium, to see two of the biggest clubs in the world face off. This is how we do it in the USA. Record breaking numbers for BOTH clubs. 🙏🏾🔥 #FIFACWC #ClubWorldCup pic.twitter.com/rNoqfmb6Rb
ჯგუფური ეტაპის ამ საინტერესო შეხვედრაში, პსჟ-მ ატლეტიკო მადრიდზე სრული დომინირება აჩვენა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა (4:0). ფაბიან რუისმა მე-19 წუთზე გაიტანა, ვიტინიამ კი პირველივე ტაიმში გააორმაგა სხვაობა - ორივეს საგოლე გადაცემა ხვიჩა კვარაცხელიამ გაუკეთა. მეორე ტაიმში პსჟ-მ კიდევ 2 უპასუხო გოლი გაიტანა.
80,000 fans packed the Rose Bowl to witness European champions PSG clash with Atlético Madrid 🏟️🔥 pic.twitter.com/jO34FTFoUz
— OneFootball (@OneFootball) June 15, 2025