Belive

პსჟ-ს მიკა გოდტსი შეუერთდა

13 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

პარი სენ-ჟერმენმა აგრესიული სატრანსფერო პოლიტიკა განაგრძო და აიაქსიდან ახალგაზრდა ბელგიელი ვარსკვლავის, მიკა გოდტსის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. 21 წლის ვინგერი „პარკ დე პრენსზე“ ერედივიზიაში ჩატარებული შთამბეჭდავი სეზონის შემდეგ გადადის, რაც ლუის ენრიკეს შეტევის ხაზს კიდევ უფრო გააძლიერებს - განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ბრედლი ბარკოლას ლივერპულში შესაძლო ტრანსფერზე აქტიურად იწერება.

პარიზულმა გრანდის ცნობით, გარიგების ღირებულებამ ბონუსების ჩათვლით, შესაძლოა, 55 მილიონ ევროს მიაღწიოს. 21 წლის ტალანტმა პსჟ-სთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

უზომოდ ვამაყობ, რომ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო კლუბს შევუერთდი. მოუთმენლად ველი, როდის მოვირგებ ამ მაისურს, გამოვცდი „პარკ დე პრენსის“ ატმოსფეროს და შევხვდები გულშემატკივრებს.

მოედანზე მაქსიმუმს გავიღებ, რათა პრეზიდენტ ნასერ ალ-ხელაიფის, ლუის კამპოსისა და მთავარი მწვრთნელის, ლუის ენრიკეს ნდობა გავამართლო. - მიკა გოდტსი კლუბის ოფიციალურ ვებგვერდთან

სხვა სტატიები