პსჟ-ს ჰაკიმის ინტერვიუდან სურდა ამოეღო მონაკვეთი, სადაც ამბობს, რომ ოქროს ბურთი ეკუთვნის
L’Equipe იტყობინება, რომ პარი სენ-ჟერმენი შეეცადა, აშრაფ ჰაკიმის ინტერვიუდან ამოეღო მომენტი, როცა მოროკოელი მცველი ამბობს, რომ ოქროს ბურთი ეკუთვნის, თუმცა მცველმა ამაზე კატეგორიული უარი განაცხადა.
ისტორიული სეზონი მქონდა - ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში, ნახევარფინალსა და ფინალში ბევრ ფეხბურთელს არ გაუტანია გოლი. მცველისთვის ამის გაკეთება კიდევ უფრო რთულია. ვფიქრობ, რომ ოქროს ბურთს ვიმსახურებ. - აშრაფ ჰაკიმის ინტერვიუ (CANAL+)-სთან
🥇 Le Ballon d’Or, “je pense que je le mérite“
— CANAL+ Foot (@CanalplusFoot) August 9, 2025
🇲🇦 Achraf Hakimi se confie à Bertrand Latour dans un entretien exclusif, disponible sur CANAL+ 🖥️#ballondor pic.twitter.com/NDYImdexXJ
L’Equipe-ის ცნობით, პსჟ მხარს უჭერს უსმან დემბელეს - მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშის ჯილდოსთვის ბრძოლაში. ჰაკიმის კომენტარის პოტენციურად პროვოკაციული ხასიათის გათვალისწინებით, რასაც შეიძლება ყურადღება მიეპყრო, კლუბმა, სავარაუდოდ, ინტერვიუდან „ოქროს ბურთის“ ნაწილის ამოშლა სცადა. ჰაკიმიმ უარი თქვა, რადგან მიაჩნდა, რომ მას უფლება ჰქონდა გამოეხატა საკუთარი ამბიცია.
ოქროს ბურთის მფლობელი 22 სექტემბერს, დაჯილდოების ცერემონიაზე გამოვლინდება.