Belive

პსჟ მზადაა - პარიზელები მბაპეს გაყიდიან

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
როგორც ჩანს, "პსჟ" შეეგუა იმ ფაქტს, რომ კილიან მბაპეს პარიზული გუნდის დატოვება სურს. გავრცელებული ინფორმაციით, ფრანგები მზად არიან, რომ მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე, კარგი შემოთავაზების შემთხვევაში, კილიანის გაყიდვაზე თანხმობა განაცხადონ. როგორც იცით, მბაპეს მიმართ ინტერესს დიდი ხანია გამოთქვამს "რეალ მადრიდი". თავად 22 წლის თავდამსხმელის სურვილია, რომ კარიერა სწორედ ესპანურ გრანდში გააგრძელოს. "პსჟ" ცდილობდა, რომ მბაპე ახალ კონტრაქტზე დაეთანხმებინა, თუმცა 6 წლიან ხელშეკრულებასა და გაზრდილ ხელფასზე ფეხბურთელმა უარი განაცხადა. კილიანს მომდევნო ზაფხულს გუნდთან კონტრაქტი ეწურება, რაც ნიშნავს იმას, რომ მბაპე "პსჟ"-ს უფასოდ დატოვებს.

სხვა სტატიები