Belive

პსჟ ჰაკიმის კონტრაქტზე შეუთანხმდა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
,,ინტერის'' მცველმა - აშრაფ ჰაკიმიმ, კარიერა, შესაძლოა, ,,პარი სენ ჟერმენში'' გააგრძელოს. ინფორმაციას RMC Sport-ის ჟურნალისტი, მოჰამედ ბუჰაფსი ავრცელებს. წყაროს ცნობით, პარიზული გუნდი 22 წლის ფეხბურთელს კონტრაქტის დეტალებზე უკვე შეუთანხმდა. ,,პსჟ'' მაროკოელს 5-წლიან ხელშეკრულებასა და ხელფასის სახით 8 მილიონ ევროს სთავაზობს. ,,პარი სენ ჟერმენი'' მოლაპარაკებებს უშუალოდ ,,ინტერთანაც'' მართავს და შეთანხმება მხარეებს შორის, ფაქტობრივად, მიღწეულია. გასულ სეზონში ჰაკიმიმ მილანური კლუბის მაისურით ჩატარებულ 45 შეხვედრაში 7 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა მიითვალა. მცველის გადაბირება ,,პსჟ-ის'' გარდა, ლონდონის ,,ჩელსისაც'' სურს.

სხვა სტატიები