პსჟ ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალშია - ხვიჩა კვარაცხელიას შეფასება
7 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში, "ასტონ ვილა" "პარი სენ-ჟერმენს" დაუპირისპირდა და დრამატულ ბრძოლაში 3:2 გაიმარჯვა. ბირმინგემში განცდილი მარცხის მიუხედავად, ორი მატჩის ჯამში პარიზელებმა 4:5 გაიმარჯვეს და ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში გავიდნენ, სადაც "რეალსა" და "არსენალს" შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდებიან.
პარიზული გრანდის ძირითად შემადგენლობაში ითამაშა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელმაც პირველი მატჩისგან განსხვავებით, დღეს გოლით ან საგოლე გადაცემით ვერ გაგვანებივრა.
კვარას თამაში Sofascore-მ და Whoscored-მა თითქმის იდენტური ქულით შეაფასეს - Sofascore-მ კვარას 6.6, ხოლო Whoscored-მა 6.2 ქულა დაუწერეს.