Belive

პსჟ, ჩელსი, სიტი - ანჩელოტიმ განმარტა, რატომ იყო ლივერპული ყველაზე მარტივად დასამარცხებელი

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის 2021/22 წლების სეზონის ფინალში, "ლივერპული" მადრიდის "რეალს" დაუპირისპირდა. პარიზში, "სტად დე ფრანსზე" გამართული მატჩი, მერსისაიდული გრანდის დომინირებით მიმდინარეობდა, მაგრამ, "რეალმა" უმნიშვნელოვანესი მომენტის გამოყენება და დაპირისპირების სასურველი შედეგით დასრულება შეძლო. "სტად დე ფრანსზე" გამართულ ფინალში, "ლივერპული" 0:1 დამარცხდა და "ბლანკოსმა" ჩემპიონთა ლიგის მე-14 ტიტული მოიპოვა. ფინალისაკენ მიმავალ გზაზე, მადრიდულმა გიგანტმა ისეთი გრანდები დაამარცხა, როგორიცაა: "პარი სენ-ჟერმენი", "ჩელსი" და "მანჩესტერ სიტი". შეხვედრის დასრულების შემდეგ, "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა - კარლო ანჩელოტიმ განმარტა, რატომ იყო "ლივერპული" უფრო მარტივად დასამარცხებელი, ვიდრე "პსჟ", "ჩელსი" და "სიტი". კარლო ანჩელოტი: "კრისიკოსები ამბობდნენ, რომ "პარი სენ-ჟერმენს", "ჩელსისა" და "მანჩესტერ სიტის" არ გაუმართლათ. ეს იყო ერთადერთი გამონაკლისი, როდესაც ყველა თანხმდებოდა, რომ ორივე გუნდს მეტნაკლებად თანაბარი შანსი გვქონდა. ჩვენ თითქმის თანაბარ დონეზე ვიყავით". "ვფიქრობ, გამარჯვების მოპოვება, შედარებით გაგვიმარტივა იმ გარემოებამ, რომ "ლივერპულის" გაშიფვრა გაცილებით უფრო მარტივია. მერსისაიდელებს აქვთ მკაფიო იდენტობა. შესაბამისად, მეტი დრო გვქონდა, რომ მათ წინააღმდეგ სათამაშოდ მოვმზადებულიყავით. სწორი სტრატეგია დავისახეთ, რათა მათთთვის დაცვის უკან სივრცეები არ შეგვექმნა. შესაძლოა, ესთეტიური თვალსაზრისით, ჩვენი ფეხბურთი არც ისე ლამაზი გამოდგა, მაგრამ, სასურველ შედეგს მივაღწიეთ".  

სხვა სტატიები