Belive

პსვ ერთადერთი კლუბია ევროპის უმაღლეს დივიზიონებში, რომელსაც ყველა მოგება აქვს

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

"პსვ" ერთადერთი გუნდია ევროპის 55 უმაღლეს დივიზიონში, რომელმაც მოიგო ყველა მატჩი მიმდინარე სეზონში. ევროპაში კაცთა უმაღლეს დივიზიონებში 734 კლუბი თამაშობს, მაგრამ ნიდერლანდური კლუბი წინ უდანაკარგოდ 100%-იანი შედეგით მიიწევს.

"პსვ"-მ მოიგო ერედივიზიონის 16-ვე მატჩი, გაიტანა 52 გოლი და გაუშვა მხოლოდ ექვსი. სექტემბერში, პეტერ ბოშის გუნდმა მოიგო ზედიზედ სამი მატჩი ანგარიშით 4:0, ხოლო ნოემბერში ჰერაკლესის წინააღმდეგ 0:6 გამარჯვება მოიპოვა.

ეინდჰოვენის გუნდი 10 ქულით უსწრებს უახლოეს მდევარ "ფეიენორდს". თუ "პსვ" მოახერხებს და გახდება ნიდერლანდების ერედივიზიონის გამარჯვებული ეს იქნება მათთვის 25-ე უმაღლესი დივიზიონის ტიტული, ბოლოს მათ ეს ჯილდო 2018 წელს მოიგეს.

სხვა სტატიები