Belive

პროვედელი გახდა მეოთხე მეკარე, ვისაც ჩემპიონთა ლიგაზე გაუტანია

7 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში ,,ლაციომ'' ,,ატლეტიკოს'' უმასპინძლა, მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.

შეხვედრაში საბოლოო ანგარიში რომაული გუნდის მეკარემ, ივან პროვედელმა დააფიქსირა, რომელმაც თავი 95-ე წუთზე გამოიჩინა.

შედეგად, ვინსენ ენეამას (ჰაპოელ თელ-ავივი), ჰანს-იორგ ბუტისა (ჰამბურგი, ლევერკუზენი, ბაიერნი) და სინან ბოლატის (სტანდარტი) შემდეგ, პროვედელი გახდა მეოთხე მეკარე ისტორიაში, ვისაც ჩემპიონთა ლიგის მატჩში გოლი გაუტანია. აღსანიშნავია, რომ ამ ოთხ მეკარეს შორის გოლის თამაშიდან გატანა მხოლოდ ბოლატმა და პროვედელმა შეძლეს.

სხვა სტატიები