პროტესტი მოედანზე - მეკარემ პენალტის მოგერიებაზე უარი თქვა
3 კვირის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ბოლივიის „კოპა სიმონ ბოლივარის“ გათამაშებაში კურიოზული და სკანდალური შემთხვევა დაფიქსირდა: ვილსტერმან კოოპერატივასის არგენტინელმა მეკარემ, გუსტავო ტესონოტემ, პროტესტის ნიშნად, პენალტის მოგერიებაზე უარი თქვა და ბურთს კარის ბადეში მშვიდად შესვლის საშუალება მისცა.
შემთხვევა ატლეტიკო ინდეპენდიენტესთან მატჩში, მსაჯის მიერ კომპენსირებულ 24-ე წუთზე (90+24') მოხდა, რამაც ტესონოტეს გუნდის მარცხი (2:3) გამოიწვია. მაშინ, როცა მსაჯმა პენალტი დანიშნა, ანგარიში 2:2 იყო.
ნახეთ, რა ეპიზოდს მოჰყვა კოოპერატივასის მეკარის პროტესტი.