Belive

პროტესტი და ბოიკოტი ალ ნასრს - რონალდუს უარი თამაშზე და ახლა უკვე ვარჯიშზეც

15 საათის წინ ფეხბურთი
2 წთ

40 წლის ლეგენდარული პორტუგალიელი ფეხბურთელი - კრიშტიანუ რონალდუ ალ ნასრზე კვლავ გაბრაზებულია. იგი პროტესტის უკიდურეს ფორმას იყენებდა - არ თამაშობს, ახლა კი ვარჯიშზეც უარი განაცხადა.

საქმე ისაა, რომ კრიშტიანუ რონალდუ ალ ნასრის პრეზიდენტსა და შტაბის წევრებს შეხვდა და მოსთხოვა, შემადგენლობა გაეძლიერებინათ, საიმისოდ რომ კონკურენციის შენარჩუნება შეძლონ, თუმცა, ალ ნასრის მესვეურებმა, აღნიშნულ საკითხზე კვლავ უარი განაცხადეს.

სწორედ ამიტომ, კრიშტიანუ რონალდუმ არ ითამაშა საუდის არაბეთის მე-20 ტურში ალ რიადთან და კლუბს ჩამოშორდა. ეს ყველაფერი კი დღეს კიდევ უფრო დამძიმდა, რადგან რონალდუ ალ ნასრის ვარჯიშზეც არ გამოჩენილა და უარს ამბობს თამაშსა და ვარჯიშზე იქამდე, სანამ მისი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

რონალდუს გარეშე დარჩენილმა ალ ნასრმა, 2 თებერვალს ალ რიადი სტუმრად მინიმალური სხვაობით 0:1 დაამარცხა და პირველ ადგილზე მყოფ ალ ჰილალთან მხოლოდ 1 ქულიან ჩამორჩენაშია.

პარალელურად ალ ჰილალმა კარიმ ბენზემა იყიდა და გუნდის გაძლიერებას კვლავ აგრძელებს, ალ ნასრს კი ზამთრის სატრანფერო ფანჯარაზე ტრანსფერი არ გაუკეთებია, რითაც კრიშტიანუ რონალდუ ძალიან განაწყენდა

უკვე აქტიურად იწერება იმის შესახებ, რომ 40 წლის პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი ზაფხულში ალ ნასრს დატოვებს და მზად არის, რომ ევროპაში დაბრუნდეს, ან თუნდაც MLS-ის კლუბებისგან შემოთავაზებები განიხილოს.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუ არაბულ კლუბში 2022/2023 წლების სეზონიდან ირიცხება, სადაც 127 მატჩი ჩაატარა და 111 გოლის გატანა შეძლო, თუმცა მისთვის მთავარი პრიორიტეტი არაბეთში ტიტულის მოგებაა, რომელიც ჯერჯერობით კვლავ არ გამოსდის, მიუხედავად ამისა, მიმდინარე სეზონში ყველაზე რეალური შანსი აქვს, რომ საუდის არაბეთის ჩემპიონატი მოიგოს, რადგან ასე ახლოს პირველადგილოსანთან არასდროს ყოფილა.

სხვა სტატიები