Belive

პროკურატურას ეჭვი ნაპოლის გაყალბებულ საბუთებზეც აქვს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიური გამოცემის, La Republblica-ს ცნობით, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პროკურორი ,,ნაპოლის'' მიერ ვიქტორ ოსიმენის შეძენასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას ითხოვს.

პროკურორი ჩინე ნეაპოლის პროკურატურას მიმართავს, ,,პარტენოპეის'' პრეზიდენტთან, აურელიო დე ლაურენტისთან, დაკავშირებით გამოძიება დაიწყოს. არსებობს ეჭვი, რომ დე ლაურენტისმა საბუთები გააყალბა.

ჯერჯერობით უცნობია, გამოიტანს თუ არა სასამართლო ისეთივე ვერდიქტს, როგორიც ტურინის ,,იუვენტუსის'' შემთხვევაში იყო, თუმცა, ფაქტია, რომ ოსიმენის ,,ლილიდან'' ,,ნაპოლიში'' გადასვლამ კითხვები გააჩინა. ტრანსფერში მონაწილეობდა ოთხი შედარებით უცნობი ფეხბურთელი, რომელთა ფასი დაახლოებით 20-25 მილიონი ევრო იყო. ,,ლილში'' არცერთ მათგანს არ უთამაშია და საბოლოოდ, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, კონტრაქტები შეწყდა, რის შემდეგაც ისინი თავისუფალი აგენტები გახდნენ.

პარასკევს იტალიის სერია A-ს სატურნირო ცხრილში ,,იუვენტუსს” ფინანსური მაქინაციის გამო, 15 ქულა ჩამოაჭრეს. იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ პროკურორის მოთხოვნა დააკმაყოფილა.

ქულების დაკლების გამო, ტურინული გუნდი 22 ქულით სერია A-ს მე-10 პოზიციაზე დაქვეითდა. ,,ბებერ ქალბატონებს” აღნიშნული გადაწყვეტილების გაპროტესტების უფლება აქვთ.

სხვა სტატიები