Belive

'პრობლემა აღარაა' - იამალი ცვლილების გამო გაბრაზდა

2 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლიგის ფაზის მე-6 ტურში ბარსელონამ ფრანკფურტის აინტრახტს უმასპინძლა და მეტოქე 2:1 დაამარცხა. კატალონიელებმა მატჩის ბედის შემოტრიალება მეორე ტაიმში შეძლეს, ორივე გოლი ჟიულ კუნდეს ანგარიშზეა. ჰანსი ფლიკმა ლამინე იამალი 89-ე წუთზე შეცვალა, თუმცა ესპანელ ვუნდერკინდს ეს არ ესიამოვნა და უკმაყოფილება გამოხატა. მატჩის შემდეგ, ბარსელონას მწვრთნელმა ამ ფაქტის შესახებ ისაუბრა.

ლამინე თამაშის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე შევცვალეთ, რადგან ყვითელი ბარათი მიიღო და თამაშიც ბოლოსკენ მიდიოდა. მე მოედანზე 'ახალი ფეხები' მჭირდებოდა.

მისი გაღიზიანება სრულად მესმის და მომწონს კიდეც. მეც მოთამაშე ვიყავი. ეს სრულიად მისაღებია და პრობლემას არ წარმოადგენს. ის ახალგაზრდაა და ასეც უნდა იქცეოდეს. - დაიცვა ჰანსი ფლიკმა იამალი

აღსანიშნავია, რომ ჩემპიონთა ლიგაზე, იამალმა უკვე მოასწრო 3 ყვითელი ბარათის მიღება, რაც იმას ნიშნავს, რომ მომდევნო ტურის მატჩს, პრაღის სლავიასთან გამოტოვებს.

ბარსელონასთვის ეს გამარჯვება მნიშვნელოვანი იყო, გუნდს 10 ქულა აქვს და მე-14 ადგილზეა. ლიგის ფაზის დასრულებამდე 2 ტურია დარჩენილი და კატალონიელებისთვის რთული იქნება, რომ ადგილი პირველ 8 გუნდში დაიკავოს.

სხვა სტატიები