პრემიერლიგის უძლიერესი კლუბების რეიტინგი: დაუფასებლიდან საუკეთესოსკენ
5 წლის წინ
ფეხბურთი
6 წთ
ზეშეფასებული
"მანჩესტერ იუნაიტედი" 1998/99 ამ სეზონის "წითელი ეშმაკები" ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი ჩემპიონები არიან. მათზე ნაკლები ქულით ტიტული მხოლოდ ორმა გუნდმა მოიგო. 98/99 წლებში "მანჩესტერს" დიდებულება ჩემპიონთა ლიგის დრამატულად მოგებამ და ასოციაციის თასზე წარმატებამ მოუტანა. მათი შესანიშნავი სეზონის მთავარი განმაპირობებელი პრემიერლიგაში დომინაცია არ ყოფილა.
დაუფასებელი
"მანჩესტერ იუნაიტედი" 1999/00 "მანჩესტერ იუნაიტედი" 2010/11 "ჩელსი" 2016/17 ჩემპიონთა ლიგის მოქმედ გამარჯვებულებს მომდევნო სეზონში ევროპული ტიტულის შეუნარჩუნებლობის გამო არასათანადოდ აფასებდნენ, არადა მათ პრემიერლიგაში წინა სეზონზე 12-ით მეტი ქულა მოაგროვეს. 2011 წლის სერ ალექსის გუნდს ბევრი გულშემატკივარი ნდობას არ უცხადებს. ეს ალბათ ჩემპიონთა ლიგის წაგებული ფინალის ბრალია, მაგრამ ფაქტია, იმ სეზონში "წითლები" თებერვლამდე წაუგებლად მივიდნენ და კლუბის ისტორიაში პირველები გახდნენ, რომლებმაც ერთ სეზონში ყველა მეტოქე დაამარცხეს.
კარგი
"ლესტერი" 2015/16 "არსენალი" (2001/02) "მანჩესტერ სიტი" 2011/12 "ბლექბერნ როვერსი" 1994/95 "მანჩესტერ იუნაიტედი" 1993/94 დიახ, "ლესტერი" არ ყოფილა ყველაზე დამაჯერებელი ჩემპიონი, მაგრამ გამორჩეულ გუნდთა შორის შეყვანა ერთადერთია, რითიც ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი სენსაციის გახსენება შეგვიძლია. მათ ხომ 5000 კოეფიციენტად შეფასებული ფსონი მოიგეს.
დიდებული
"ჩელსი" 2005/06 "მანჩესტერ იუნაიტედი" 2007/08 "ჩელსი" 2009/10 ჟოზე მოურინიოს გუნდმა დომინანტური ფეხბურთით ტიტულის დაცვა მოახერხა და ეს 91 ქულის მოგროვებით გააკეთა. "ჩელსი" პრემიერლიგის ისტორიაში პირველი გუნდი გახდა, რომელმაც ყველა მოწინააღმდეგეს სულ მცირე 1 მატჩი მოუგო.
ლეგენდარული
"ლივერპული" 2019/20 "არსენალი" 2003/04 "ჩელსი" 2004/05 "მანჩესტერ იუნაიტედი" 2008/09 "მანჩესტერ სიტი" 2018/19 შესაძლოა მერსისაიდული კლუბის სიაში მოხვედრამ უკმაყოფილება გამოიწვიოს, რადგან "ლივერპული" ჯერჯერობით ჩემპიონი არ არის, მაგრამ ეს პრობლემა რამდენიმე კვირაში მოგვარდება... 25 საწყისი შეხვედრიდან 24-ს მოგების და მხოლოდ 1 ფრის თამაშის შემდეგ, "ლივერპული" "არსენალის" ლეგენდარულ რეკორდთან და პრემიერლიგის წაუგებლად დასრულებასთან ძალიან ახლოსაა.
ყველა დროის საუკეთესო
"მანჩესტერ სიტი" 2017/18 და რა თქმა უნდა, გუნდი, რომელზე საუბარიც გაუჩერებლად შეიძლება. პეპ გვარდიოლას შექმნილი მონსტრი, რომელმაც სრულიად ინგლისი დაიპყრო. ქულათა და გატანილი გოლების სარეკორდო რაოდენობა, ყველაზე მეტი გამარჯვება და ულამაზესი, დომინანტური ფეხბურთი. პრემიერლიგის ისტორიაში უდავოდ საუკეთესო გუნდმა გულშემატკივარს გვარდიოლას ფენომენალური "ბარსელონა" მოაგონა.