Belive

პრემიერლიგის ფეხბურთელი სავარაუდოდ გარდაცვლილია

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
რამდენიმე წუთის წინ ოფიციალურად დადასტურა, რომ "კარდიფის" ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი, რომელიც რამდენიმე დღის წინ განხორციელდა - ემილიანო სალა, რომელიც გუშინ კარდიფში მიემგზავრებოდა, რადგან გუნდთან ერთად პირველი ვარჯიში ჩაეტარებინა, ავიაკატასტროფაში მოყვა და ბორტზე იმყოფებოდა. 28 წლის არგენტინელი ფეხბურთელი საფრანგეთიდან უელსში, კერძოდ კი კარდიფში მიემგზავრებოდა, რა დროსაც მისი თვითმფრინავი გაუჩინარდა და ჯერ-ჯერობით უცნობია მისი ადგილსამყოფელი, თუმცა წინასწარი მონაცემებით და ვარაუდით თვითმფრინავი ჩამოვარდნილია და ოფიციალურად დადასტურდა, რომ ემილიანო სალა შიგნით იჯდა. ემილიანო სალა "კარდიფმა" 4 დღის წინ, 16 მილიონად გაიფორმა, რომელიც უელსური კლუბის ისტორიაში სარეკორდო თანხაა.

სხვა სტატიები