Belive

პრემიერ ლიგის სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი სექსუალური ძალადობის გამო დააკავეს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბრიტანული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ბრაიტონის" ნახევარმცველი, ივ ბისუმა დაკავებულია. პრემიერ ლიგის სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, რომელსაც ინგლისური გამოცემები "მანჩესტერ იუნაიტედს", "არსენალსა" და "ლივერპულს" უკავშირებენ, პოლიციამ ერთ-ერთ ბარში დააკავა. მისი დაკაების კადრები სოციალურ ქსელშიც გავრცელდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, კლუბმა მოკლე განცხადება გაავრცელა: "ბრაიტონმა" იცის, რომ კლუბის ერთ-ერთი ფეხბურთელი სავარაუდო დანაშაულის გამოძიების მიზნით პოლიციასთან თანამშრომლობს. ეს საკითხი ექვემდებარება სამართლებრივ პროცესს და, შესაბამისად, კლუბს ამ ეტაპზე არ შეუძლია დამატებითი კომენტარის გაკეთება".
ამ სეზონში 25 წლის მალელ ფეხბურთელს პრემიერ ლიგაში 5 შეხვედრა აქვს ჩატარებული და 1 გოლი გატანილი.  

სხვა სტატიები