Belive

პრემიერ ლიგის ყველა დროის 10 საუკეთესო ინგლისელი ფეხბურთელი

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ალან შირერმა და მიკა რიჩარდსმა პრემიერ ლიგის ყველა დროის 10 საუკეთესო ინგლისელი ფეხბურთელი დაასახელეს. პოპულარული ინგლისური პოდკასტის, "Match of the Day" უკანასკნელ ეპიზოდში, შირერმა და რიჩარდსმა კიდევ ერთ ლეგენდარულ ფეხბურთელ - გარი ლინეკერთან ერთად საუკეთესოები გამოავლინეს. საუკეთესო 10 ინგლისელი ფეხბურთელის გამოვლენისას, მიმომხილველებმა სანაკრებო პერფორმანსი არ გაითვალიწინეს და მხოლოდ კლუბებში ნაჩვენებ შედეგსა და სტატისტიკას დასჯერდნენ. მიმომხილველებმა ხუმრობით აღნიშნეს, რომ რიო ფერდინანდი ყველაზე უიღბლო ვარსკვლავია, რომელსაც ათეულში ადგილი ეკუთვნის, მაგრამ ვერ მოხვდა.

პრემიერ ლიგის ყველა დროის 10 საუკეთესო ინგლისელი ფეხბურთელი

10. ალან შირერი 9. ეშლი კოული 8. მაიკლ ოუენი 7. ჰარი კეინი 6. ჯონ ტერი 5. დევიდ ბექჰემი 4. ფრენკ ლამპარდი 3. სტივენ ჯერარდი 2. პოლ სქოულზი 1. უეინ რუნი

სხვა სტატიები