Belive

პრემიერ ლიგის ფეხბურთელმა სახელი, გვარი და მოქალაქეობა შეიცვალა

2 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ

"ასტონ ვილას" მარჯვენა მცველმა, მეტი ქეშმა მოქალაქეობა, სახელი და გვარი შეიცვალა. ინგლისის პრემიერ ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელს მამა ინგლისელი, დედა კი პოლონელი ჰყავს, რის გამოც წინა კვირაში მან პოლონეთის მოქალაქეობა ოფიციალურად მიიღო. ამის შემდეგ, ბირმინგემელთა ერთ-ერთმა გამორჩეულმა ფეხბურთელმა სახელი და გვარიც ოფიციალურად შეიცვალა და ამიერიდან მას მატეუშ გოტოვკა ერქმევა.

წინა კვირას ის ლონდონში, პოლონეთის საელჩოში იმყოფებოდა - შეხვედრაზე "ჩვენ ვთამაშობთ პოლონეთისთვის", სადაც ის ოფიციალურ პირებს შეხვდა და აღნიშნული საკითხი საბოლოოდ, დოკუმენტალურად დაადასტურა.
ასტონ ვილას ვარსკვლავმა მადლობა გადაუხადა პოლონეთის პრეზიდენტს ანჟეი დუდას მხარდაჭერისთვის. მან ტვიტერზე დაწერა: „გმადლობთ, ბატონო პრეზიდენტო, ეს არის პატივი და ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის. მე ყველაფერს გავაკეთებ მოედანზე".
ქეშმა ასევე გამოაქვეყნა განცხადება მას შემდეგ, რაც დაადასტურა, რომ პოლონეთის ნაკრები აირჩია: "ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის. ჩემი განაცხადი პოლონეთის მოქალაქეობის მისაღებად პოლონეთის ხელისუფლებამ დაამტკიცა. მინდა მადლობა გადავუხადო პრეზიდენტს, ჩემს ოჯახს და სხვა ადამიანებს, ვინც ამაში დამეხმარა. ახალი გამოწვევების დროა, ყველაფერს გავაკეთებ ამ ქვეყნისთვის".
მეტი ქეშს ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ თამაშიც შეეძლო, იქიდან გამომდინარე, რომ მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ჯგუფურ ეტაპზე პოლონეთის და ინგლისის ეროვნული გუნდები ერთ ჯგუფში იმყოფებიან, მაგრამ ორივე შეხვედრა უკვე გამართეს (1:1 და 2:1 ინგლისის ნაკრების სასარგებლოდ). თუმცა, ნოემბერში, დასკვნით ტურებში მას ანდორას (12 ნოემბერს) და უნგრეთის (15 ნოემბერს) წინააღმდეგ თამაშის შესაძლებლობა ექნება. მეტი ქეში "ასტონ ვილას" 2020 წლის 3 სექტემბერს, "ნოტინგემ ფორესტიდან", 15.75 მილიონ ევროდ განხორციელებული ტრანსფერის შემდეგ შეუერთდა და მას შემდეგ, "ლომების" მაისურით 38 შეხვედრაში 1 გოლის გატანა და 3 საგოლე პასის გაკეთება შეძლო.  

სხვა სტატიები