Belive

პოტერი: ,,რვა საუკეთესო გუნდში მოხვედრა შეგვიძლია, რაც ნიშნავს, რომ შესანიშნავ სიტუაციაში ვართ''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლონდონის ,,ჩელსის'' მთავარმა მწვრთნელმა, გრემ პოტერმა, დორტმუნდის ,,ბორუსიასთან'' გასამართ მატჩზე ისაუბრა:

,,დიდი და საინტერესო შეხვედრა გველის. ,,სტემფორდ ბრიჯისთვის'' განსაკუთრებული საღამო იქნება, რასაც მოუთმენლად ველით. ჩვენი ფიქრები პოზიტიურია და მოგებას ვეცდებით. უმაღლესი დონის მეტოქე გვყავს, ფანტასტიკურ ფორმაში არიან და მუდმივად იგებენ.

რვა საუკეთესო გუნდში მოხვედრა შეგვიძლია, რაც ნიშნავს, რომ შესანიშნავ სიტუაციაში ვართ. მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი გუნდისთვის მეოთხედფინალში გასვლა. დიდი გამწოვევაა, მაგრამ, ამავდროულად, შესაძლებლობაცააა. მიზნისთვის ყველაფერს გავაკეთბთ,'' - პოტერის სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებგვერდი ციტირებს.

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში ლონდონის ,,ჩელსი” დორტმუნდის ,,ბორუსიას'' ხვალ უმასპინძლებს.

გუნდებს შორის გამართული პირველი შეხვედრა დორტმუნდელთა გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა.

სხვა სტატიები