Belive

პორტუგალიური მედია: "იჯარა და გამოსყიდვის უფლება - აბუაშვილის დამატება თურქულ კლუბს სურს"

9 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

პორტუგალიური მედია ახალგაზრდა ნიჭიერი ქართველი თავდამსხმელის, გიორგი აბუაშვილის კარიერული მომავლის შესახებ წერს და ამბობს, რომ მან შესაძლოა თურქეთის სუპერლიგაში ითამაშოს.

20 წლის ფეხბურთელი, რომელიც პორტუგალიური "პორტუს" B გუნდში თამაშობს, თურქეთის სუპერლიგის წარმომადგენელი "ალანიასპორის" ინტერესის ობიექტია.

"იმის გათვალისწინებით, რომ წინა სეზონში "პორტუ B-მ" აბუაშვილი მხოლოდ 7-ჯერ გამოიყენა, დიდი შანსია, რომ ახალი სეზონიდან მან შანსი თურქეთის სუპერ ლიგაში მიიღოს.

ჩვენი ინფორმაციით, "ალანიასპორი" "ლურჯ-თეთრებს 1-წლიან იჯარას სთავაზობს გამოსყიდვის პერსპექტივით და პასუხს ელოდება, იმის ფონზე, რომ რუმინულმა "პეტროლულმა" უარი მიიღო", - წერს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული პორტუგალიური საფეხბურთო ვებ-გვერდი ojogo.pt-ი.

20 წლის ფეხბურთელი, რომელსაც როგორც ცენტრალური თავდამსხმელის, ისე მარცხენა გარემარბის პოზიციაზე თამაში შეუძლია, "დინამო თბილისის" აკადემიის აღზრდილია და პორტუგალიური გრანდის მეორე გუნდში 2021 წლის 1 ივლისს გადაბარგდა, მისი კონტრაქტი კლუბთან 2026 წლამდე მოქმედებს.

სხვა სტატიები