Belive

პოლონეთის მწვრთნელი: ,,ეს მხოლოდ მესისა და ლევანდოვსკის შეხვედრა არ არის''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

პოლონეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ჩესლავ მიხნევიჩმა, არგენტინასთან გასამართ მატჩზე ისაუბრა:

,,ჩვენ ამ შეხვედრას განვიხილავთ, როგორც პოლონეთსა და არგენტინას შორის და არა - ლევანდოვსკისა და მესის... არ ვისაუბრებ იმაზე თუ რომელი მათგანია უკეთესი.

მესი მსოფლიოს გაკვირვებას 18 წელია ახერხებს. ლეომ ამ დროის განმავლობაში 800-ზე მეტი გოლი გაიტანა და 300 მეტი საგოლე გადაცემა მიითვალა.

უნდა გვიხაროდეს, რომ არგენტინის ნაკრებს ვხვდებით და თანაც ჯგუგიდან გასასვლელად ვთამაშობთ, დადებითი შედეგის იმედი უნდა გვქონდეს. არგენტინაში მესის ბოლო მსოფლიო ჩემპიონატის მნიშვნელობა ყველას ესმის. გუნდის თითოეული წევრი მაქსიმალურად კონცენტრირებულია, რათა, რაც შეიძლება, შორს გავიდნენ,'' - განაცხადა მიხნევიჩმა.

ხვალ მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო, მე-3 ტურში, არგენტინა პოლონეთს შეხვდება. მატჩი 23:00 საათზეა ჩანიშნული.

სხვა სტატიები