Belive

პოლიციამ ხვიჩა კვარაცხელიას მანქანა იპოვა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ,,ნაპოლის'' შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას მანქანა, პოლიციამ ტრენტოლა-დუჩენტაში, პატარა ქუჩაზე გაჩერებული იპოვა.

მანქანის მოსაძებნად სამართალდამცველებს 24 საათზე ნაკლები დასჭირდათ. იტალიური მედიის ცნობით, ავტომობილი კარგ მდგომარეობაშია.

ხვიჩას სახლში მძარცველები გუშინ შეიჭრნენ და ფეხბურთელის მანქანა გაიტაცეს. დანაშაულის დროს კვარაცხელია სახლში იყო და ეძინა, ამიტომ არაფერი შეუმჩნევია.


სხვა სტატიები