Belive

პოლ სქოულზი "ოლდჰემ ატლეტიკის" მწვრთნელი აღარ იქნება

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდის, პოლ სქოულზის განცხადებით, იგი "ოლდჰემ ატლეტიკს" აღარ უხელძღვანელებს. გადაწყვეტილება სქოულმა ძალიან მოკლე დროში მიიღო, რადგან იგი ინგლისურ გუნდს სათავეში 11 თებერვალს ჩაუდგა. კონტრაქტის თანახმად, სქოულზი გუნდში 2020 წლის ზაფხულამდე უნდა დარჩენილიყო. გუნდიდან წასვლის კონკრეტული მიზეზი მას არ დაუსახელებია, თუმცა აღნიშნა, რომ წინასწარი მოლოდინი და რეალობა ერთმანეთისგან გასხვავებული აღმოჩნდა: "ძალიან მალე მივხვდი, რომ საქმიანობას ისე ვერ შევძლებდი, როგორც დაგეგმილი მქონდა. გუნდს წარმატებებს ვუსურვებ და ყოველთვის მისი გულშემატკივარი ვიქნები," აღნიშნა სქოულზმა. გუნდი ინგლისის მეორე ლიგაში ამჟამად მე-14 პოზიციას იკავებს. "ოლდჰემ ატლეტიკთან" ერთად ჩატარებულ 7 შეხვედრაში სქოულზმა მხოლოდ 1 გამარჯვების მოპოვება შეძლო.  

სხვა სტატიები