Belive

პოლ პოგბას ძმა მათიასი აცხადებს, რომ ის პოლის გამო კინაღამ მოკვდა

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

კვირას მათიასმა უცნაური ვიდეო გაავრცელა სოციალურ ქსელში, სადაც ამბობდა, რომ მალე ისეთ ინფორმაციას გაავრეცელებდა მის ძმაზე, რომლითაც ყველა გაოცდებოდა. მან ასევე დაამატა, რომ პოლის თანაგუნდელები და სპონსორები იმსახურებენ იმას, რომ ეს ყველაფერი იცოდნენ.

საღამოს კი, ისტორია სულ სხნაირად შემობრუნდა. პოლ პოგბამ განახცადა, რომ კრიმინალური დაჯგუფება, რომელშიც მისი ძმა არის გაწევრიანებული, აშანტაჟებდა.

ამ ყველაფრის ფონზე, მათიასი აცხადებს, რომ მისმა ძმამ პოლიციას ცრუ ჩვენება მისცა და ცდას არ აკლდებდა, რომ ის ციხეში ჩაესვა.

გარდა ამისა, მათიასმა თქვა, რომ მსოფლიო მალე დაინახავს, ​​თუ რამდენად მშიშარა, მოღალატე და თვალთმაქცია მისი ძმა.

"ის, რასაც ველოდი, მოხდა. ჩემმა პატარა ძმამ საბოლოოდ აჩვენა თავისი ნამდვილი სახე. მან პოლიციას მოატყუა. პოლ, შენ გინდოდა, რომ ციხეში გაგეშვი. მე ვეჭვობდი და ახლა ეს მართალია. შენგან განსხვავებით, მე მაქვს საკმარისი ფაქტები ჩემი სიტყვების და შენი ტყუილის დასამტკიცებლად. კიდევ ერთხელ გეტყვი: ძმაო, ხალხით მანიპულირება არ არის კარგი! საქმე ფულს არ ეხება. შენ ცილი დამწამე და შენს გამო კინაღამ მოვკვდი, გაქცევისას ორმოში დამტოვე და გინდა თქვა, რომ უდანაშაულო ხარ? როცა ყველაფერი საჯარო გახდება, ხალხი დაინახავს, ​​რომ შენზე მეტად მშიშარა, მოღალატე და თვალთმაქცი არავინაა ამქვეყნად.”-დაწერა მათიასმა Twitter-ზე.

დაკითხვისას პოგბამ გამომძიებელს უთხრა, რომ მარტში პარიზში ყოფნისას, მისავე საცხოვრებელ სახლში, შეიარაღებულმა მამაკაცმა დააშინა და 13 მილიონი ევრო მოსთხოვა. მოხსენებაში ნათქვამია, რომ ეს მამაკაცები მისი ბავშვობის მეგობრები იყვნენ, რომლებიც თვლიან, რომ პოლ პოგბას დაცვის სანაცვლოდ, მათ სრული უფლება აქვთ თანხა მოითხოვონ.

Capture-36

როგორც ცნობილია, ბოროტმოქმედები გასულ თვეში იუვენტუსის სავარჯიშო მოედანზე გამოჩნდნენ და პოგბამ პოლიციაში წასვლა გადაწყვიტა. ბანდა პოგბას ემუქრებოდა, რომ ყველას ეტყოდნენ იმის შესახებ, თუ როგორ ცდილობდა კილიამ მბაპეს მოჯადოვებას.

სხვა სტატიები