Belive

პოლ პოგბას ბრწყინვალე დაბრუნება ტორინოს წინააღმდეგ

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

პოლ პოგბამ პუბლიკას კიდევ ერთხელ დაუმტკიცა, რომ ბრწყინვალე საფეხბურთო უნარები არ დაუკარგავს, მას შემდეგ, რაც "ტორინოს" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში მოედანზე შევიდა და მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელები ეფექტური მოძრაობებით ჩამოიშორა.

29 წლის ფრანგი ნახევარმცველი გასულ ზაფხულს კვლავ "იუვენტუსში" დაბრუნდა, თუმცა პრე-სეზონზე მუხლის უმძიმესი ტრავმა მიიღო და არა მხოლოდ "ბიანკონერის", არამედ საფრანგეთის ნაკრებსაც გამოაკლდა. სერია A-ს მიმდინარე სეზონის უდიდესი ნაწილის გამოტოვების გამო, საფეხბურთო მიმომხილველები მიიჩნევდნენ, რომ ტურინში პოგბას დღეები დათვლილია, მაგრამ ნახევარმცველმა მოედანზე შესვლიდან რამდენიმე წუთში ყველას დაუმტკიცა, რომ მისი ჩამოწერა ნაადრევია.

ტურინულ დერბიში, რომელიც "იუვენტუსის" გამარჯვებით დასრულდა (4:2), პოგბა მოედანზე 69-ე წუთზე შევიდა და სტადიონზე მისული გულშემატკივარი აღაფრთოვანა.

სხვა სტატიები