Belive

პოლ პოგბას აგენტი სქოულზის კრიტიკას პასუხობს

5 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

მინო რაიოლა "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილ ცენტრალურ ნახევარმცველის პოლ სქოულზის კრიტიკას პასუხობს. პოგბას აგენტმა სოციალურ მედიაში სტატუსი მას შემდეგ გამოაქვეყნა,რაც სქოულზმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა პოგბას კაპიტნობა "ბრაიტონტან" 3:2 დამარცხების შემდეგ. წითური პრინცის თქმით, წითლებში ლიდერების ნაკლებობაა, სწორედ ამიტომ გვიწევს ვიფიქროთ,რომ პოლ პოგბა იდეალური კანდიდატია კაპიტნობისთვის,მაგრამ ლიდერული უნარჩვევები მან (კვირას) აშკარად ვერ გამოავლინა. "მან კიდევ ერთი არასანახაობრივი თამაში ჩაატარა. იგი არასტაბილურია." - აცხადებს სქოულზი მინო რაიოლა, რომელიც პოგბას ინტერესებს იცავდა "იუვენტუსიდან" ოლდ ტრაფორდზე გადმოსასვლელად 2016 წელს, ტვიტერზე წერს: „ზოგიერთი ადამიანი ლაპარაკობს უბრალოდ შიშით, რათა ხალხს მისი არსებობა არ დაავიწყდეს. პოლ სქოულზი ლიდერებს არ ცნობს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის სერ უინსტონ ჩერჩილის წინ აღმოჩნდებოდა."

მინო რაიოლას ცინიზმს "მანჩესტერის" ყოფილი ფეხბურთელი და კაპიტანი გარი ნევილი ტვიტერზე გამოეხმაურა: "ჯობია რომ პოგბამ თავის აგენტს მოაკეტინოს".

სხვა სტატიები