Belive

პოლ პოგბა აქლემების რბოლის გუნდის თანამფლობელი გახდა

3 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

მონაკოს ფრანგი ფეხბურთელი პოლ პოგბა, საუდის არაბეთის აქლემების რბოლის გუნდის ალ ჰაბუბის თანამფლობელი გახდა. 32 წლის ნახევარმცველი უკვე ოფიციალურად მსოფლიოში პირველი პროფესიონალური აქლემების რბოლის გუნდის აქციონერი და ელჩია.

აღნიშნულ ამბავთან დაკავშირებით პოგბამ BBC Sport-თან განცხადებაც გააკეთა:

მე იუთუბზე საკმაოდ ბევრ აქლემების რბოლას ვუყურე და თავისუფალ დროს ამის შესწავლითაც ვარ დაკავებული. ჩემთვის ყველაზე გამორჩეული იყო იმის შეგრძნება, რომ ადამიანმა გაიაზროს თუ რამდენად დიდ თავდადებას მოითხოვს აქ მონაწილეობა.

სპორტი სპორტია, იქნება ეს ფეხბურთი, აქლემების რბოლა თუ კრივი საფუძვლები მსგავსია, ყველა სპორტი ხალხს ერთმანეთთან აკავშირებს. - პოლ პოგბა
View this post on Instagram

A post shared by Paul Labile Shakur Pogba (@paulpogba)

აქლემების რბოლა ტრადიციული სპორტია, განსაკუთრებული პოპულარობით კი ახლო აღმოსავლეთში სარგებლობს. ალ ჰაბუბს რაც შეეხება, ის მსოფლიოში პირველი თანამედროვე აქლემების რბოლის გუნდია, რომელიც საერთაშორისო შეჯიბრებებში მიიღებს მონაწილეობას.

შეგახსენებთ, რომ პოლ პოგბა საფეხბურთო კარიერას დიდი ხნის შემდეგ დაუბრუნდა, ამჟამად ფრანგი მონაკოში ირიცხება და 3 შეხვედრაში უკვე მიიღო მონაწილეობა.