Belive

პოგბამ სიტიში ტრანსფერზე უარი გულშემატკივრის მოსალოდნელი რეაქციის გამო თქვა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
პოლ პოგბამ "მანჩესტერ სიტისთან" კონტრაქტის პირად დეტალებზე შეთანხმებას მიაღწია, თუმცა "იუნაიტედის" გულშემატკივრის მოსალოდნელი რეაქციის გამო, ფეხბურთელმა ტრანსფერზე უარი თქვა. აღნიშნულ ინფორმაციას The Times ავრცელებს. წყაროს ცნობით, პოგბას "სიტის" მიერ შემოთავაზებული ანაღზაურება და პეპ გვარდიოლას გუნდში მისაღები პოტენციური როლი აკმაყოფილებდა. მიუხედავად ამისა, 29 წლის ფრანგს არ სურდა, რომ ნეგატიური დამოკიდებულება მიეღო. შეგახსენებთ, რომ ერთ-ერთი გამორჩული ფეხბურთელი, რომელიც როგორც "იუნაიტედში", ასევე "სიტიში" თამაშობდა, კარლოს ტევესი იყო. პოლ პოგბა მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ "იუნაიტედს" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს. ფრანგი ნახევარმცველის დაბრუნებით "იუვენტუსი" ინტერესდება. "წითელი ეშმაკების" რიგებში გატარებულ 6 წელში პოგბამ 233 მატჩი ჩაატარა, მის ანგარიშზე 39 გოლი და 51 ასისტია.

სხვა სტატიები