Belive

პოჩეტინოს მსურველმა ტოტენჰემთან უნდა გამართოს მოლაპარაკება

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"არსენალის", "მანჩესტერ იუნაიტედის", "რეალისა" და "ბაიერნის" მესვეურებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ მაურისიო პოჩეტინოს თაობაზე კვლავ "ტოტენჰემთან" მოუწევთ მოლაპარაკების გამართვა. მიუხედავად იმისა, რომ ჩრდილო ლონდონურმა კლუბმა მაურისიო პოჩეტინო მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა, არგენტინელი სპეციალისტი თავისუფალი აგენტი არაა. "ტოტენჰემთან" გაფორმებულ კონტრაქტში არსებული მუხლის თანახმად, იმ შემთხვევაში თუ მაურისიო პოჩეტინო 2020 წლის ზაფხულამდე რომელიმე კლუბის მთავარ მწვრთნელად დაინიშნება - კლუბი ვალდებული იქნება "ტოტენჰემს" კომპენსაცია გადაუხადოს. გავრცელებული ინფორმაციით, შეზღუდვა მხოლოდ ინგლისურ კლუბებს არ ეხება და იგი ნებისმიერ მსურველზე ვრცელდება. წყაროს მტკიცებით, ნებისმიერი ინგლისური, ევროპული თუ მსოფლიო ფეხბურთის გრანდი, რომელიც პოჩეტინოს სამსახურით უახლოეს პერიოდში დაინტერესდება "ტოტენჰემთან" მოლაპარაკებების გასამართად უნდა მოემზადოს.

სხვა სტატიები