Belive

პოჩეტინომ ტოტენჰემის ფეხბურთელებს ემოციური სიტყვები დაუტოვა

4 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გათავისუფლების შემდეგ, მაურისიო პოჩეტინომ "ტოტენჰემის" ფეხბურთელებისთვის ემოციური გამოსამშვიდობელი სიტყვები დაწერა. აღნიშნულთან დაკავშირებით, ექსკლუზიური ინფორმაცია ბრიტანულმა The Sun-მა გაავრცელა, სადაც პოჩეტინოს სიტყვებს ვკითხულობთ: "სამწუხაროა, რომ ერთმანეთს ვერ დავემშვიდობეთ. თქვენ ყოველთვის ჩვენს (იგულისხმება სამწვრთნელო შტაბი) გულებში იქნებით."

08009847
მაურისიო პოჩეტინო "ტოტენჰემს" თითქმის 6 წლის განმავლობაში წვრთნიდა. არგენტინელმა სპეციალისტმა გუნდი სამშაბათს, მიმდინარე სეზონში ნაჩვენები ცუდი შედეგების გამო დატოვა. “ამ გადაწყვეტილების მიღება ძალიან არ გვინდოდა. ეს არის ცვლილება, რომლის მიღებაც ხელძღვანელობას ძალიან გაუჭირდა. მაურისიოსთან და სამწვრთნელო შტაბთან ერთად, გუნდს ძალიან კარგი მოგონებები აკავშირებს, ეს ჩვენი ისტორიაა. თუმცა კლუბმა მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც მის ინტერესში შედიოდა," ვკითხულობთ "ტოტენჰემის" განცხადებაში. პოჩეტინოს წასვლას საკუთარ Twitter-ზე დელე ალი გამოეხმაურა: "ამ კაცს საკადრისი მადლობა ვერ გადავუხადე. მან მე ძალიან ბევრი რამ მასწავლა და ამ ყველაფრისთვის მადლიერი ვარ. გისურვებ წარმატებებს და იმედი მაქვს, კიდევ შევხვდებით, მეგობარო."

ასევე იხილეთ: მოურინიოს პირველი პრესკონფერენცია ტოტენჰემში: “თავმდაბალი გავხდი”

სხვა სტატიები