Belive

პოჩეტინო: ,,მესი მსოფლიოში საუკეთესოა, მის შემდეგ ამ გვირგვინის პრეტენდენტი მბაპე იქნება''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
,,პარი სენ ჟერმენის'' ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ, პარიზული გუნდის თავდამსხმელზე, ლეო მესიზე, ისაუბრა:
,,მესის გადმოსვლასთან დაკავშირებული სიახლე სასიამოვნო სიურპრიზი იყო. მე ვიხილე მარადონა, ახლა კი, მე, არგენტინელმა, ვიმუშავე მესისთან ერთად და მასთან ერთი წელი გავატარე. რა თქმა უნდა, გამიმართლა. ყველასთვის, ვისაც ეს სპორტი უყვარს, საუკეთესოებთან მუშაობის შესაძლებლობა, დიდი წყალობაა. ჩემთვის მესი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია, ეს უდავოა. ცხადია, მის შემდეგ ამ გვირგვინის პრეტენდენტი მბაპე იქნება. ასევე, არის ნეიმარიც, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა,'' - განაცხადა პოჩეტინომ.
მესი ,,პარი სენ ჟერმენში'' გასულ ზაფხულს თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა. არგენტინელმა პარიზული გუნდის მაისურით ჩატარებულ პირველ სეზონში 10 გოლი გაიტანა და 14 საგოლე გადაცემა მიითვალა.

სხვა სტატიები