Belive

პოჩეტინო: "ენცო და კაისედო რომ დამესვენებინა მომკლავდით"

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

პრემიერ ლიგის მე-9 ტურის შეხვედრაში, ლონდონური დერბი გაიმართა. "სტემფორდ ბრიჯზე", "ჩელსიმ" "არსენალს" უმასპინძლა და როგორც მოსალოდნელი იყო, გულშემატკივარმა დაძაბული და სანახაობრივი მატჩი იხილა.

"არისტოკრატები" ზედიზედ მესამე გამარჯვებასთან ახლოს იყვნენ და "არსენალს" 2-ბურთიანი სხვაობითაც ამარცხებდნენ, მაგრამ დეკლან რაისმა (77) და ლეანდრო ტროსარმა (84) რობერტ სანჩესის კარი აიღეს და ტაბლოზე საბოლოო ანგარიში 2:2 დააფიქსირეს.

მატჩის დასრულების შემდეგ, "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა ჟურნალისტებთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი ფეხბურთელები გადაღლილები არიან.

სრული სიგიჟეა, რომ ფეხბურთელები სამხრეთ ამერიკიდან ოთხშაბათს ბრუნდებიან, შაბათს კი პრემიერ ლიგაში თამაშობენ. ენცო და კაისედო დაღლილები იყვნენ. მაგრამ, თუ ვიტყვი, რომ მათ დასვენების სასუალებას მივცემ და არ ვათამაშებ, თქვენ მე მომკლავთ! ამაში დარწმუნებული ვარ და კლუბის მფლობელებიც იგივეს იზამენ. - მაურისიო პოჩეტინო.

სხვა სტატიები