Belive

პირველი ოფიციალური შეთავაზება ბარნლისგან - ევროპული მედია მიქაუტაძის ტრანსფერზე წერს

10 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

ევროპული მედია საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის, გიორგი მიქაუტაძის შესახებ საუბრობს და წერს, რომ 22 წლის ქართველი თავდამსხმელის დამატების სურვილით ინგლისის პრემიერ ლიგაში დაბრუნებულმა "ბარნლიმ" "მეცს" პირველი ოფიციალური შეთავაზებით მიმართა.

გარდა რამდენიმე ავტორიტეტული სატრანსფერო ექსპერტის და ჟურნალისტის მიერ სოციალურ ქსელებში გავრცელებული ცნობებისა, ბელგიური გამოცემა voetbalprimeur.be აქვეყნებს სტატიას და ამბობს, რომ ქართველი ფეხბურთელის დამატებით უშუალოდ გუნდის მთავარი მწვრთნელი ვენსან კომპანი ინტერესდება.

"ბარნლიში" ჩასვლის შემდეგ, კომპანიმ გუნდში რამდენიმე ისეთი ფეხბურთელი მიიყვანა, რომლებსაც ბელგიის ჩემპიონატში თამაშის გამოცდილება ჰქონდათ, როგორც ჩანს მიმდინარე წლის ზაფხულშიც იგივე მოხდება.

პრემიერ ლიგაში დაწინაურების შემდეგ კომპანის ბირთვის გაძლიერება სურს და ამიტომ დაიწყო ახალი ფეხბურთელების ძებნა.

პოტენციურ გაძლიერებად ადრე ალბერტ სამბი ლოკონგა მოიხსენიებოდა, ახლა კი შესაძლოა გიორგი მიქაუტაძეც ინგლისში გადავიდეს.

FootMercato-ს ცნობით, "სერენის" ყოფილი თავდამსხმელი კომპანისა და ბარნლის სურვილების სიაში ლიდერობს. ქართველმა თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში ლიგა 2-ში ითამაშა "მეცის" შემადგენლობაში, ლიგა 2-ის 35 მატჩში 23 გოლი გაიტანა და რვა საგოლე გადაცემა გააკეთა.

ამ შედეგიანობამ დაარწმუნა "ბარნლი", რომ მიქაუტაძის დამატებისთვის პირველი შეთავაზება გააკეთოს. ამავე დროს, საქმეშია "მილანიც", რომელიც ფეხბურთელის სანაცვლოდ 10 მილიონი ევროს გადახდას აპირებს", - წერს გამოცემა.

გიორგი მიქაუტაძე, რომელსაც 2022/23 წლების სეზონში, "მეცის" მაისურით ყველა ტურნირზე ჩატარებულ 34 მატჩში 24 გოლი აქვს გატანილი და 9 საგოლე პასი გაკეთებული, ლიგა 2-ის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

სხვა სტატიები