Belive

პირველი ოფიციალური გამარჯვება ევროტურნირებზე - ვისთან წააგო დინამო თბილისმა?!

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ქართული საკლუბო ფეხბურთისთვის უსახური დღე გამოდგა - კონფერენსლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ წრეში სამივე ქართული კლუბი დამარცხდა. დღის ბოლო მარცხი "დინამო თბილისმა" ესტონურ "პაიდესთან" იწვნია. საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბი ესტონეთის მიმდინარე ჩემპიონატის მეოთხეადგილოსან "პაიდესთან" 2:3 დამარცხდა. მიუხედავად იმისა, რომ თბილისური კლუბი მატჩშს 2-ჯერ იგებდა, საბოლოოდ მაინც სამარცხვინოდ დამარცხდა. მოდით დეტალურად განვიხილოთ, თუ ვისთან დამარცხდა საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბი, კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში.  
  • დაარსების თარიღი - 2004 წელი
  • მიღწევები/ტიტულები - ესტონეთის თასის გამარჯვებული (2021 წელს)
  • სტადიონის ტევადობა - 768 ადამიანი
  • ევროტურნირებზე ასპარეზობა - ერთადერთი გამარჯვება ევროტურნირებზე ("დინამო თბილისთან"). 4 გატანილი გოლი ("დინამო თბილისთან" თამაშამდე, მათ ევროტურნირებზე მხოლოდ 1 გოლი ჰქონდათ გატანილი).
  • კლუბის საერთო ღირებულება - 3.53 მილონი ევრო.
"დინამო თბილისისა" და "პაიდეს" საპასუხო მატჩი 14 ივლისს, ესტონეთში გაიმართება.

სხვა სტატიები