Belive

პირველად 'სამეფო კლუბის' ისტორიაში - როდრიგო რეალის ანტირეკორდსმენი გახდა

4 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლა ლიგის მე-13 ტურში 'სამეფო კლუბმა' სტუმრად ჟირონასთან 1:1 ითამაშა, რითიც მათ ლა ლიგაში პირველობა დაკარგეს.

ამ თამაშში ცვლილებაზე შემოვიდა ბრაზილიელი შემტევი - როდრიგო, რომელმაც ისტორიული ანტირეკორდი დააფიქსირა, კერძოდ - როდრიგოს რეალის შემადგენლობაში ბოლო 30 თამაშის განმავლობაში გოლი არ გაუტანია, ეს კი 'სამეფო კლუბის' ისტორიაში შემტევებს შორის ყველაზე ხანგრძლივი სერიაა.

როდრიგომ რეალის მაისურით ბოლო გოლი 2024 წლის 3 აპრილს, ჩემპიონთა ლიგაზე ატლეტიკოს წინააღმდეგ გაიტანა.

შეგახსენებთ, რომ როდრიგოსა და რეალის მესვეურებს შორის დაპირისპირება იყო, რის გამოც 24 წლის ბრაზილიელს კლუბის დატოვება სურდა, თუმცა მან ეს ჩანაფიქრი ვერ განახორციელა.

როდრიგოს მიმდინარე სეზონში 'სამეფო კლუბის' მაისურით 15 მატჩი აქვს ჩატარებული, ჯამში კი 434 წუთი ითამაშა, სადაც მის ანგარიშზე 2 საგოლე გადაცემაა.

შეგახსენებთ, რომ როდრიგო "სამეფო კლუბის" ღირსებად 2019/2020 წლების სეზონიდან იცავს, რა პერიოდშიც მან 285 თამაში ჩაატარა და 68 გოლის გატანა შეძლო, რასაც 53 საგოლე გადაცემაც დაუმატა - 24 წლის ფეხბურთელმა მადრიდულ გრანდთან ერთად 2-ჯერ შეძლო ჩემპიონთა ლიგის მოგება, ხოლო 3-ჯერ ესპანეთის ჩემპიონობა.

სხვა სტატიები