Belive

პირს მორგანი მესის აკრიტიკებს, რადგან მარტინესს მბაპეს დაცინვის უფლება მისცა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბრიტანელმა ჟურნალისტმა პირს მორგანმა ლიონელ მესი გააკრიტიკა, რადგან მან ემილიანო მარტინესს ნება მისცა, რომ საზეიმო აღლუმის დროს, მბაპესთვის დაეცინა.

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არგენტინის ნაკრების კარის დარაჯმა მბაპესგან სამი გოლი მიიღო და ვერც პენალტების სერიის დროს მოახერხა მისი დარტყმის მოგერიება. თუმცა, მან სხვა ორი თერთმეტმეტრიანი დარტყმის მოგერიება მოახერხა და გუნდს გამარჯვებაშიც დაეხმარა. გარდა ამისა, ემილიანომ, მუნდიალზე ნაჩვენები კარგი თამაშის გამო, ტურნირის საუკეთესო მეკარის ტიტულიც დაიმსახურა.

მაშინ, როცა არგენტინის ნაკრები ბუენოს-აირესში საჩემპიონო აღლუმს მართავდა, მარტინესი გულშემატკივრის წინაშე თოჯინით ხელში გამოჩნდა, რომელსაც კილიან მბაპეს სახე ჰქონდა.

პირს მორგანის თქმით, ლეო მესის თანაგუნდელისთვის ამის უფლება არ უნდა მიეცა.

"რატომ აძლევს მესი მარტინესს მბაპეს ასე დასცვინისა და დამცირების უფლებას? ისინი "პსჟ-ში" თანაგუნდელები არიან და უბრალოდ ძალიან უცნაურია."

სხვა სტატიები