Belive

"პირი გამოირეცხე" - რიშარლისონმა კარაგერს მიმართა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"კრისტალ პალასთან" მოპოვებული დრამატული გამარჯვების შედეგად, "ევერტონმა" პრემიერ ლიგაში ადგილი შეინარჩუნა, რის შემდეგაც "კანფეტების" ბრაზილიელმა ვარსკვლავმა, ჯეიმი კარაგერს მწვავე კრიტიკით უპასუხა. ელიტაში ადგილის შესანარჩუნებლად, ფრენკ ლამპარდის "ევერტონს" მოწინააღმდეგის დამარცხება ესაჭიროებოდა, თუმცა "გუდისონ პარკზე" მოვლენები მასპინძელთათვის კატასტროფულად დაიწყო. პირველი ტაიმის 0:2 მარცხის შემდეგ, შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ მერსისაიდელები მატჩის გადარჩენას ვერ შეძლებდნენ, თუმცა "ევერტონმა" გასაოცარი "ქამბექი" შემოგვთავაზა და "კრისტალ პალასი" 3:2 დაამარცხა. გამარჯვების მომტანი გოლი, დომინიკ კალვერტ-ლევინმა მატჩის დასრულებამდე 5 წუთით ადრე გაიტანა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, რიჩარლისონმა Twitter-ზე პოსტი განათავსა, რომელშიც "ლივერპულის" ლეგენდა და ამჟამად საფეხბურთო მიმომხილველი ჯეიმი კარაგერი გააკრიტიკა. რიჩარლისონი: "პირი გამოირეცხე, როდესაც ჩემზე და "ევერტონზე" საუბრობ. მე შენ პატივს არ გცემ".

სხვა სტატიები