Belive

პიოლი: ,,ნაპოლი სერია A-ში ჩვენზე უკეთესია, მაგრამ ჩემპიონთა ლიგა ჩემპიონთა ლიგაა''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,მილანის'' მთვარმა მწვრთნელმა, სტეფანო პიოლიმ, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის წილისყრის შედეგებზე ისაუბრა:

,,წილისყრის დროს ვარჯიშზე ვიყავით. ნებისმიერი მეტოქე რთული იქნებოდა. ჩვენ აქ დამსახურებულად ვართ, გვაქვს მოტივაცია და ამბიცია. გვინდა, რომ მომდევნო ეტაპზე გავიდეთ.

ნაპოლი ძლიერი გუნდია, ისინი სერია A-ში ჩვენზე უკეთ ასპარეზობენ, მაგრამ ჩემპიონთა ლიგა ჩემპიონთა ლიგაა, მილანი კი მილანია...

ვისაუბრე თუ არა სპალეტისთან? არა მგონია, შეტყობინება გამომიგზავნოს. მასთან მშვენიერი ურთიერთობა მაქვს, ვფიქრობ, რომ შესანიშნავი მწვრთნელია. ჩემპიონთა ლიგასა და სერია A-ს შორის აშკარა სხვაობაა, მაგრამ ახლა ჩვენ ჩემპიონატზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება.

ჩვენი ამბიციები? რა თქმა უნდა, ამბიციები გვაქვს, მაგრამ ჯერ ეს ეტაპი უნდა გავიაროთ. თუმცა, ახლა ,,უდინეზეზე'' ვფიქრობთ. ჩემპიონთა ლიგა ჩვენი მიზანია, რატომ უნდა ვიფიქროთ, რომ წარმატების მიღწევა არ შეგვიძლია? ჩვენ მაღალ დონეზე ვითამაშეთ, მაგრამ ჯერჯერობით ჩემპიონატში ქულების მოპოვებაა მთავარი,'' - პიოლის სიტყვებს Football Italia ციტირებს.

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ,,ნაპოლის” მეტოქე ,,მილანი” იქნება. გუნდებს შორის პირველი შეხვედრა 12 აპრილს, ,,სან სიროზე” გაიმართება. საპასუხო მატჩს კი ნეაპოლი 18 აპრილს უმასპინძლებს.

სხვა სტატიები