Belive

პიოლი: ,,მილანს უნდა სჯეროდეს, რომ ნაპოლის გაუსწრებს''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,მილანის'' მთავარი მწვრთნელი, სტეფანო პიოლი ზედიზედ მეორედ სერია A-ს მოგების იმედს არ კარგავს:

,,მილანს უნდა სჯეროდეს, რომ ,,ნაპოლის'' გაუსწრებს, როგორც გასულ სეზონში გვჯეროდა, რომ ჩემპიონები გავხდებოდით, არადა, ეს თავიდან მიუღწეველი ჩანდა.

მახსოვს, ღამის 2 საათზე როგორ ვეწეოდით მე და ჩემი შვილი აივანზე სიგარას, ჩვენ ქვემოთ კი ,,მილანის'' გულშემატკივრები დროშებით დადიოდნენ. სწორედ იმ მომენტში გავიაზრე, რომ რაღაც დიდს მივაღწიეთ,'' - პიოლის სიტყვებს Sport Mediaset-ი ციტირებს.

სერია A-ს 15 ტურის შემდეგ, ,,ნაპოლი'' 41 ქულით სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზეა და მეორეადგილოსან ,,მილანს'' 8 ქულით უსწრებს.

სხვა სტატიები