Belive

პიოლი ინტერთან მატჩზე: ,,წინა შედეგები არ მაინტერესებს''

7 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,მილანის'' მთავარმა მწვრთნელმა, სტეფანო პიოლიმ, ,,ინტერთან'' მატჩის წინ, განაცხადა, რომ დერბიში მისი გუნდის ბოლოდროინდელ შედეგებს ყურადღებას არ აქცევს:

,,წინა შედეგები არ მაინტერესებს, წარსულს მნიშვნელობა არ აქვს. არ ვღელავ იმაზე, რომ ბოლო დერბებში დავმარცხდით.

 

მხოლოდ მომავალ მატჩზე ვფიქრობ. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩემმა გუნდმა სწორი გადაწყვეტილებები მიიღოს, თავისი ფეხბურთი ითამაშოს და მეტოქე რთულ მდგომარეობაში ჩააგდოს,'' - პიოლის სიტყვებს Sky Sport Italia ციტირებს.

,,მილანისა'' და ,,ინტერის'' შეხვედრა დღეს, 20:00 საათზეა ჩანიშნული.

გუნდებს შორის გამართული ბოლო 4 მატჩი (3 სხვადასხვა ტურნირზე) ,,ნერაძურის'' გამარჯვებით დასრულდა, თანაც ისე, რომ პიოლის გუნდს გოლი არ გაუტანია.

სერია A-ს 3 ტურის შემდეგ, ,,ინტერი'' 9 ქულით სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზეა, 9 ქულა აქვს მეორეადგილოსან ,,მილანსაც''.

სხვა სტატიები